მოდა — (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება. ვრცლად ლინკი - http://ka.wikipedia.org
რა არის მოდა? - ლექსიკონი განმარტავს, რომ მოდა `ჩვევებისა და გემოვნების კავშირია, რომელიც გავრცელებულია საზოგადოებრივ წრეებში განსაზღვრულ დროს~.
მოდა ეხება ნივთებსაც და მოქმედებებსაც. გამოდის, რომ მისი გავლენისამებრ შეიძლება შეიცვალოს ტანსაცმელიც, საკვებიც, მუსიკაც, ხელოვნებაც, ლიტერატურაც, ცხოვრების წესიც და ა.შ.
მოდის მახასიათებელი დემონსტრაციულობაა. ერთმა თანამედროვე ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ტერმინი `იყო~ და `მოაჩვენო~ მოდაში არსით ერთი და იგივეა. არა საჭიროების, არამედ ამპარტავნების გამო შეძენილი მოდური ნივთები (მაგ. ტანსაცმელი, ავტომობილი…), იმის საბუთია, რომ მფლობელს სურს გამოირჩეს თავისი ფუფუნებით, იმით, რომ ის ელიტარული საზოგადოების წევრია და ა.შ. ნივთები მოდაში შემოდის საზოგადოებაში გამეფებული შურის ფონზე. დემონსტრირების მასშტაბი კი სხვადასხვაგვარია _ ტელევიზიის ფართო ეკრანით დაწყებული და ნათესავ-მეგობართა ვიწრო წრით დამთავრებული.
რა არის მოდის უმთავრესი თვისება? ეს გახლავთ თანადროულობა, ძველი მოდა უკვე ანტიმოდაა. რაც უფრო ახალია მოდა, მით უფრო მეტად აფასებენ მას თაყვანისმცემლები.
რა არის მოდის უმთავრესი თვისება? ეს გახლავთ თანადროულობა, ძველი მოდა უკვე ანტიმოდაა. რაც უფრო ახალია მოდა, მით უფრო მეტად აფასებენ მას თაყვანისმცემლები.
აქვს დასასრული მოდას? - მოდის განვითარების პროცესი გაუთავებელი შეჯიბრია. კუმირები გაურბიან ბრბოს, რომელიც ცდილობს დაეწიოს მათ. ორივენი თითქოს წრეში ტრიალებენ. აი, მასაში გამოჩნდა სქელქუსლიანი ტუფლები. ამ დროს მოდის პიონერებს `შპილკები~ აცვიათ. ბრბო ლამობს თავისი ჯიბის კვალობაზე როგორმე მისწვდეს ახალს. თუმცა იგი ვერ ასწრებს შეძენილი სიახლით გახარებას, რადგან ეტალონად დასხულმა ადამიანებმა კვლავ სქელქუსლიანები ჩაიცვეს, ის, რაც მასის წარმომადგენლებმა, არიქა, მოდას არ ჩამოვრჩეთო, უკვე გადააგდეს და ა.შ.
ვრცლად ლინკი: http://xareba.net/99-ratom-arsebobs-moda-ra-aris-moda.html

